საზოგადოება
ნინოობას წირვა-ლოცვას კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში აღავლენს
დღეს,  ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II სიონის საკათედრო ტაძარში აღავლენს. ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მეუფე შიო მუჯირმა სამების ტაძარში ქადაგების შემდეგ განაცხადა.
მეუფე შიომ მრევლს შეახსნება, რომ 1-ელი ივნისი არის წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების დღესასწაული და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე წირვას სიონის ტაძარში 10:00 საათიდან შეასრულებს.

წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ - 1-ელ ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს აღნიშნავს.


Print