ახალი ამბები
ბორჯომში მოსახლეობა სამი თვით დასუფთავების გადასახადისგან თავისუფლდება
COVID 19-ის პანდემიასთან დაკავშირებით, ბორჯომში მცხოვრები ფიზიკური პირები დასუფთავების მოსაკრებლის გადასახადისგან გათავისუფლდებიან. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჯამში 5980 აბონენტს შეეხება მთავრობის შეღავათი. ისინი მარტი, აპრილი, მაისის საფასურს აღარ გადაიხდიან.

აღნიშნული საკითხი დღეს საკრებულოს სხდომაზე განიხილეს.
Print