საზოგადოება
„საქსტატი“ - ქვეყნის მოსახლეობის 19,5% სიღარიბის ზღვარს ქვევით იმყოფება
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

განახლებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ. სოფლად მოსახლეობის 23,7% ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვევით, ქალაქში კი ეს მაჩვენებელი 16,4%-ია.
გასული წლის მდგომარეობით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით ქვეყნის მოსახლეობის 19,5% იმყოფება
აღსანიშნავია, რომ სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი 2019 წელს 2018 წელთან შედარებით 0,6%-ით არის შემცირებული.

აბსოლუტური სიღარიბის დონე გულისხმობს, თუ რამდენ ადამიანს არ მიუწვდება ხელი აუცილებელ მინიმალურ საარსებო პირობებზე.



Print