საზოგადოება
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები მოქალაქეებს, სახელმწიფოსაგან კუთვნილი დახმარების მისაღებად დერეგისტრირებაში დაეხმარებიან
IFES Georgia და „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი" USAID/Georgia-ის მხარდაჭერით, მარნეულსა და ახალციხეში იწყებენ მოქალაქეთა დახმარების პროექტს, რომელიც გათვალისწინებულია სომხურენოვან და აზერბაიჯანულენოვან თვითდასაქმებულ მოქალაქეებზე, რომლებმაც ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო დაკარგეს შემოსავალი.

ჩვენი მოხალისეები დაეხმარებიან არაქართულენოვან მოქალაქეებს, რათა შეავსონ განაცხადები, დარეგისტრირდნენ და მოითხოვონ სახელმწიფოსაგან კუთვნილი დახმარება. განაცხადის შევსება უნდა მოხდეს 1 ივლისამდე.

ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი განთავსებულია ახალციხეში მისამართზე მანველიშვილის #19.

მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი განთავსებულია მარნეულში მისამართზე გიორგაძის #1.

მოქალაქეები ცენტრებში უნდა გამოცხადდნენ პირადობის დამადასტურებელი მოწმობით, საბანკო რეკვიზიტებით, პირბადით და 2020 წლის პირველ სამ თვეში დასაქმების დამადასტურებელი რაიმე საბუთით (ხელშეკრულება, ბაზარში მოსაკრებელის გადასახადის ცნობა და სხვ.).

შეხვედრისათვის აუცილებელია წინასწარ დარეკოთ და ჩაეწეროთ შემდეგ ნომრებზე:
ახალციხე: 0800000039
მარნეული: 0800000040

ახალციხის და მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების სამუშაო საათებია 10:00-დან 13:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.
Print