ახალი ამბები
წვიმისგან დატბორილი ბაღები, ეზოები და დაზიანებული საძირკველი ბორჯომში
დატბორილი ბაღები, ეზოები და საცხოვრებელი სახლების საძირკვლამდე მისული წყალი. ბორჯომში, აღმაშენებლის ქუჩაზე სანიაღვრე არხის არარსებობის გამო, ცენტრალური გზიდან ნაჟური წყალი მათ ეზოებში მიედინება.

12-მდე ოჯახი დახმარებას წლებია ითხოვს. პრობლემის მოსაგვარებლად მიმართეს როგორც საგზაო დეპარტამენტს, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობას, თუმცა უშედეგოდ.

უხვი ნალექის დროს, მოსახლეობა ისევ პრობლემის წინაშე რჩება. 


Print