ახალი ამბები
"ბანკში ფული გადასახდელი მქონდა, რით გადავიხადო" - უმუშევრად დარჩენილი სამარშრუტო ტაქსის მძღოლი
როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა? - ეს კითხვა ბოლო პერიოდში ყველაზე აქტუალურია, თუმცა პასუხის გაცემა ყველას უჭირს. ადგილობრივები სოფლებიდან ცენტრამდე და ასევე  ქალაქგარეთ გადაადგილებას ვერ ახერხებენ, კერძო სამარშრუტო ტაქსების მძღოლები კი უკვე 2 თვეა სახლში უმუშევრად არიან დარჩენილი.

borjomi.tv  ესაუბრა იმ მძღოლებს, რომლებიც აქამდე თბილისის და სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით მოძრაობდნენ. უმრავლესობამ სატელევიზიო კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. პირად საუბრებში კი გვითხრეს რომ თითქმის ორი თვეა გაჩერებულები არიან, ისინი ამ შემოსავალზე იყვნენ დამოკიდებულები და კორონავირუსის პანდემიის დროს ტრანსპორტზე დაწესებულმა შეზღუდვებმა მათი ოჯახები შემოსავლის წყაროს გარეშე დატოვა.

ასევე გაურკვეველია როდიდან გაახლებს მუშაობას მუნიციპალური ტრანსპორტი.

პანდემიის დროს შექმნილი გამოწვევები მგზავრებისთვის და მძღოლებისთვის, ნახეთ სიუჟეტში.
Print