საზოგადოება
საპატრიარქოს ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ არსებული ტყის ფართობები საკუთრებაში გადაეცემა
პარლამენტმა მესამე მოსმენით "ტყის კოდექსის" პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა. რის შედეგადაც შესაძლებელია, საპატრიარქოს ტყის ფართობების გარკვეული ნაწილი საკუთრებაში გადაეცეს.
"სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, თითოეულის შემთხვევაში 20 ჰექტრამდე და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.

პროექტის მიხედვით, ეკლესიისთვის ტყის ფართობის გადაცემა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობით. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს მეორე მოსმენით აქვს დამტკიცებული.

პარლამენტმა "ტყის კოდექსის" პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ამ ცვლილებების შედეგად ტყეში საქონლის საძოვებლად სპეციალური ადგილები გამოიყოფა
"ტყის კოდექსის" პროექტის თანახმად, ერთი მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების გათვალისიწნებით, ხოლო მეორე მხრივ, ტყეში გადაჭარბებული ძოვების პრაქტიკით გამოწვეული უარყოფითი შდეგების გათვალისწინებით, კოდექსი ადგენს სახელმწიფო ტყეში საქონლის საძოვებლად შესაბამისი ტერიტორიების გამოყოფის ვალდებულებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტყის ფუნქციური დანიშნულებისა და მდგომარეობის გათვალისწინებით ეს შეუძლებელია.

ტყეში საქონლის ძოვების ადგილების გამოყოფა და კვოტების დადგენა განხორციელდება ტყის მართვის გეგმის საფუძველზე. საქონლის ძოვებისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს შესაბამისი საინფორმაციო ნიშანი.
გარდა ამისა, ტყეში დასვენებისა და გართობის ინტერესების გათვალისწინებით, ცეცხლის დანთება დასაშვები იქნება მხოლოდ საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში. კოდექსის პროექტის თანახმად, იქ, სადაც ცეცხლის დანთება იქნება ნებადართული, შესაბამისი საინფორმაციო ნიშანი განთავსდება.

Print