საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია 22 მაისს ნიკოლოზობას აღნიშნავს

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ნიკოლოზობის დღესასწაულს – წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს მოქმედ ყველა ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება.


წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი მცირე აზიაში, კერძოდ, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში 257 წელს მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა
სასწაულთმოქმედების უნარი წმინდა ნიკოლოზმა შობიდანვე გამოამჟღავა. წმინდა ნიკოლოზი 342 წლის 6 დეკემბერს ღრმად მოხუცებული, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სხეული ქალაქის საკათედრო ტაძარში საზეიმოდ დაკრძალეს. წმინდა ნაწილები იტალიის ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაშია დასვენებული.
ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი – წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი – ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა.

წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთ მფარველად ითვლება.

უკვე 2 ათეული წელია ბორჯომელი მრევლი ე.წ "წმ. ნიკოლოზის გზას" ერთი დღით ადრე 21 მაისს ტიმოთესუბნის მონასტრიდან წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარამდე 21 კილომეტრიან მონაკვეთს ფეხით გადის. მსვლელობა ბორჯომში ტრადიციულია მას საფუძველი მეუფე სერაფიმემ ჩაუყარა.


"წმ. ნიკოლოზის გზა" - მსვლელობა ბორჯომში

"წმინდა ნიკოლოზის გზა"- სიმბოლური მსვლელობა ბორჯომში

ნიკოლოზობა

 


 

Print