ახალი ამბები
შეძლებენ თუ არა მუშაობის განახლებას სილამაზის სალონები ბორჯომში
ორშაბათიდან, 18 მაისიდან სილამაზის სალონების კარი მომხმარებლებისთვის უნდა გაიღოს, ასეთია მთავრობის გადაწყვეტილება. თუმცა ზოგი სალონი გაიხსნება, ზოგი კი ვერა. კარის გაღებას და მომხმარებლის მიღებას მთელი რიგი რეგულაციების გათვალისწინება სჭირდება.

სილამაზის სალონებსა და ესთეტიკურ ცენტრებში ამბობენ, რომ არსებული რეგულაციების გათვალისწინება გაუჭირდებათ. ისინი შიშობენ, რომ ამ პირობებში მეტი მომხმარებლის მიღებას ვერ შეძლებენ, განახევრდება მათი შემოსავალი და შესაძლოა გაიზარდოს მომსახურების ფასები.

ამავე თემაზე: სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრებისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ რეკომენდაციები დაამტკიცა



Print