ახალი ამბები
"თუ სამარშრუტო ტაქსები არ იმოძრავებს, ვინ წავა თბილისში" - ხალხის შეფასებები ბორჯომიდან
დღეიდან, 11 მაისიდან, თბილისში შესვლასა და გასვლაზე ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ანტიკრიზისულ გეგმაზე საუბრის დროს თქვა.

დედაქალაქში გადაადგილების შეზღუდვის მოხსნის საკითხი შეაფასეს დღეს ბორჯომში. ადგილობრივებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვლავ მწვავე პრობლემად რჩება. მათი უმრავლესობა ფიქრობს, რომ თუ თბილისამდე სამარშრუტო ტაქსები არ გადაადგილდებიან, დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები არ იმოძრავებს, მაშინ ამ შეზღუდვის მოხსნას აზრი არ ჰქონდა. ზოგიერთი კი მიიჩნევს, რომ არსებულ მდგომარეობას უნდა შეეგუონ. 

გარდა ამისა, მისი განმარტებით, 14 მაისიდან აღდგება გადაადგილება რუსთავსა და გარდაბანში, 18 მაისს კი მოიხსნება შეზღუდვა მარნეულში.

ამასთან,პრემიერის განცხადებით ძალაში რჩება კომენდანტის საათი.
Print