საზოგადოება
თბილისში შესვლაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა
დღეიდან, 11 მაისიდან მოიხსნა თბილისში შესვლასა და გასვლაზე ყველა სახის შეზღუდვა. თუმცა, ძალაში რჩება ე.წ. კომენდანტის საათი.
გარდა ამისა, 14 მაისიდან აღდგება გადაადგილება რუსთავსა და გარდაბანში, 18 მაისს კი მოიხსნება შეზღუდვა მარნეულში.
შეგახსენებთ, რომ 15 აპრილის 21:00 საათიდან აიკრძალა თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა.

Print