საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილმა, უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წლისთავთან და ევროკავშირის იდეის დაბადებიდან 70 წლისთავთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიმართვა გაავრცელა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს აღნიშნული თარიღი მიულოცა და აღნიშნა, რომ სწორედ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩაეყარა საფუძველი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის თანამშრომლობისა და სოლიდარობის სრულიად ახალ ფორმატს ევროპაში - ევროკავშირს.

Print