ახალი ამბები
მარტში ეროვნულმა ბანკმა 100 მლნ დოლარი გაყიდა
2020 წლის მარტში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 3 სავალუტო აუქციონზე 100 მლნ დოლარი გაყიდა - ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის მარტის თვის მიმოხილვაში. კერძოდ, სებ-მა პირველ აუქციონზე გაყიდა 20,მეორე აუქციონზე - 40 და მესამე აუქციონზეც - 40 მლნ აშშ დოლარი.

საანგარიშო პერიოდში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 2.6 პროცენტით, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კი - 2.9 პროცენტით გაუფასურდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.7905-დან 3.2845-მდე 17.7 პროცენტით გაუფასურდა.

ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად 4.6 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 6.6 პროცენტით გაუფასურდა.

ამასთან, მიმოხილვის მიხედვით, 2020 წლის მარტში სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარი/ლარის ვაჭრობის მთლიანმა ბრუნვამ 210.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა თვის ბრუნვაზე 113.5 მლნ აშშ დოლარით, ხოლო წინა წლის მარტის მონაცემზე კი - 136.6 მლნ აშშ დოლარით მეტია.
Print