ახალი ამბები
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. ქვეყნის 85 რეგიონში დაავადების კიდევ 10 633 შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში დადასტურებულ პაციენტთა რიცხვმა 134 687-ს მიაღწია. ამასთან, რუსეთში ბოლო 24 საათის მანძილზე 58 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი საერთო ჯამში 1,280-ს შეადგენს.

გასულ 24 საათში რუსეთში კიდევ 1 626 ადამიანი გაეწერა საავადმყოფოებიდან. ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსისგან ქვეყანაში 16,600-ზე მეტი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.
Print