ახალი ამბები
წითელი ჯვრის დახმარება ცემში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს
ხანდაზმულთა დახმარების პარალელურად, საქართველოს წითელი ჯვრის ბორჯომის ფილიალი, სოფელ ცემში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახსაც ესტუმრა. თვალავაძეების 4 სულიან ოჯახს, რომელიც ღია ცის ქვეშ დარჩა, პირველადი მოხმარების პროდუქტი გადაეცა. სურსათი და ჰიგიენური მოხმარების საშუალებები მოქალაქეების მიერ შეგროვდა.

კორონავირუსის პანდემიის დროს, წითელი ჯვრის აქციაში, რომელიც მოხუცების (70 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეების) დახმარებას ითვალისწინებს, მოქალაქეები აქტიურად  იჩენენ სოციალურ პასუხისმგებლობას და შეძენილ პროდუქციას ტოვებენ გამოყოფილ ადგილას.

საზოგადოებრივი ორგანიზაციის, მოქალაქეების სოციალური პასუხისმგებლობის და მოხალისეების აქტიური ჩართულობით, მოხერხდა ბევრი ოჯახის დახმარება და გახარება. ბორჯომის ერთ-ერთ დიდ სუპერმარკეტში მოწყობილი წითელი ჯვრის კუთხე, სხვადასხვა პროდუქციით მალევე იტვირთებოდა.

გარდა ამისა, წითელი ჯვრის მოხალისეები ასევე ეხმარებოდნენ ბორჯომის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრს და სუპერმარკეტებს რიგების დარეგულირებაშიც. ვრცლად ნახეთ სიუჟეტში.

Print