ახალი ამბები
როგორ გამოვიყენოთ სამედიცინო ნიღაბი სწორად - რეკომენდაციები
და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცეტ­რის გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, უმ­ჯო­ბე­სია ნი­ღა­ბი და­ა­ვა­დე­ბულ­მა ადა­მი­ან­მა გა­მო­ი­ყე­ნოს, რად­გან ამ დროს 75%-ით მცირ­დე­ბა ჯან­მრთელ ადა­მი­ან­ზე და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვის გა­და­ცე­მის რის­კი, მათ შო­რის, Covid-19-ის. "თუ ნი­ღაბს იყე­ნებს ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნი და და­ა­ვა­დე­ბულს არ უკე­თია ის, მა­შინ და­ა­ვა­დე­ბის მი­ღე­ბის რის­კი შემ­ცი­რე­ბუ­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით, ნა­ხე­ვარ­ჯერ, ხოლო თუ იყე­ნებს ორი­ვე, რის­კი, რომ და­ა­ვა­დე­ბულ­მა გა­დას­ცეს და ჯან­მრთელ­მა მი­ი­ღოს, Covid-ის გა­მომ­წვე­ვი, არის მი­ნი­მა­ლუ­რი.

ძა­ლი­ან გთხოვთ ყვე­ლას, რომ ნიღ­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას აუ­ცი­ლებ­ლად წი­ნას­წარ და­ი­ბა­ნოთ ხე­ლე­ბი, სა­ხე­ზე გა­ი­კე­თეთ ნი­ღა­ბი სუფ­თა ხე­ლე­ბით, ცხვი­რის მო­სარ­გე­ბი არე კარ­გად მო­ირ­გეთ, რომ ნი­ღა­ბი არ ცუ­რავ­დეს ცხვი­რი­დან, ის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ფა­რავ­დეს ცხვირს და პირს ერ­თდრო­უ­ლად და ხში­რად ნუ შე­ე­ხე­ბით ნი­ღაბს ხე­ლით. ნი­ღაბ­ზე გა­რე­დან შე­ხე­ბა გა­გიზ­რდით ხე­ლე­ბის და­ბინ­ძუ­რე­ბის რისკს, რი­თაც შე­იძ­ლე­ბა საფრ­თხე­ე­ბი გა­ზარ­დოთ და მი­ი­ღოთ არა­სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი,“ - გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვილ­მა.

ამას­თა­ნა­ვე, მისი თქმით, ნი­ღა­ბი 2-3 სა­ათ­ში ერთხელ უნდა გა­მოვ­ცვა­ლოთ და გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, თუ ის ინეს­ტე­ბა. ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვილ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ 2 წლამ­დე ბავ­შვე­ბის­თვის ნიღ­ბის ტა­რე­ბა სა­სურ­ვე­ლი არ არის.

"ნი­ღა­ბი უნდა გა­მო­იც­ვა­ლოს 2-3 სა­ათ­ში ერთხელ აუ­ცი­ლებ­ლად და მა­შინ თუ ის ინეს­ტე­ბა. გა­მო­ი­ყე­ნეთ ნი­ღა­ბი იქ, სა­დაც ხვდე­ბით ადა­მი­ა­ნებს, სა­დაც არის მა­სი­უ­რი თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბათ ბავ­შვებს, ზო­გა­დად 2 წლამ­დე ასაკ­ში ნიღ­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, ამ ასა­კის ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბი უფრო მე­ტად გა­მე­ცა­დი­ნე­ბუ­ლე­ბი უნდა იყ­ვნენ და ყუ­რა­დღე­ბით, რომ მათი შვი­ლე­ბი არ მოხ­ვდნენ ისეთ არე­ალ­ში და ისეთ დის­ტან­ცი­ა­ზე სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან, რო­დე­საც შე­იძ­ლე­ბა საფრ­თხე­ე­ბი შე­ექ­მნათ მათ ჯან­მრთე­ლო­ბას" - გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვილ­მა.
Print