ახალი ამბები
წვიმა და ელჭექი - საქართველოში ამინდი გაუარესდება
2 მაისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა 27-29 აპრილს დღის საათებში დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსი იქნება, ხოლო 30 აპრილს დასავლეთ საქართველოში +29, აღმოსავლეთ საქართველოში კი +25 გრადუსამდე მოიმატებს. გარემოს ეროვნული საგენტოს ინფორმაციით, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, მხოლოდ 28 აპრილს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს.

ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, 30 აპრილს +22 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება ბორჯომს,უახლოესი ერთი კვირის ამინდის პროგნოზი ასე გამოიყურება:
Print