საზოგადოება
„მესინჯერ რუმსი“- „ფეისბუქმა“ ახალი სერვისი შექმნა
"ფეისბუქმა" ახალი სერვისის "მესინჯერ რუმსის" დაწყების შესახებ განაცხადა. აღნიშნული აპლიკაცია საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ჯგუფური ვიდეოზარი განახორციელონ.
აღსანიშნავია, რომ ერთი ზარის დროს შესაძლებელია 50-მდე ადამიანის შეკრება. "რუმის" შექმნისას, ნებისმიერი პირი შეძლებს საკუთარი ბრაუზერით მასში შესვლას, ხოლო მასპინძელ პირს შეუძლია დაბლოკოს "რუმი", რომ ახალი წევრები არ შევიდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, "მესენჯერ რუმი" რამდენიმე დღეში ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

Print