ახალი ამბები
მთავრობის დახმარება უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს - შეფასებები ბორჯომში
მთავრობის მეთაურმა დღეს, ანტიკრიზისული სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. გეგმის ერთ-ერთი კომპონენტი იყო, სამსახურის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების ფინანსური დახმარება.
გიორგი გახარიას განცხადებით, კრიზისულ პერიოდში იმ მოქალაქეებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, მთავრობა 6 თვის განმავლობაში 200 ლარით დაეხმარება. ანუ, ჯამში 1200 ლარს გადაუხდის.

მთავრობის დახმარებით სარგებლობა შეეძლება 350 000 მოქალაქეს და ამისათვის დაიხარჯება 460 მილიონი.

ხოლო, არაფორმალურ სექტორში დასაქმებულები ან თვითდასაქმებულები, შემოსავლის დაკარგვის დასაბუთების შემთხვევაში მიიღებენ ერთჯერად დახმარებას 300 ლარის ოდენობით. განსაზღვრულია დაახლოებით 75 მილიონი ლარი.

გეგმის ეს ნაწილი ბორჯომში ადგილობრივებმა შეაფასეს.
Print