საზოგადოება
გახანგრძლივდება თუ არა საავტომობილო გადაადგილების აკრძალვა, ამის შესახებ დღეს გახდება ცნობილი
გახანგრძლივდება თუ არა საავტომობილო გადაადგილების აკრძალვა, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დღეს იმსჯელებს, რის შემდეგაც მიღებულ გადაწყვეტილებაზე საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდება.
მთავრობის ადმინისტრაცია მოუწოდებს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ აკრძალვის მოქმედების ვადები, რათა თავიდან იყოს აცილებული კანონის დარღვევა და ამგვარი ქმედებისთვის დაწესებული ჯარიმები

შეგახსენებთ, რომ მსუბუქი ავტომანქანებით მოძრაობა ნებადართული არ არის. საავტომობილო გადაადგილების აკრძალვა ძალაშია 21 აპრილის ჩათვლით, ანუ 22 აპრილამდე, ოთხშაბათამდე.

Print