საზოგადოება
სიმღერა, ტორტი და სანთლები - ბორჯომის ცხელების ცენტრში პაციენტს დაბადების დღე მიულოცეს
ბორჯომის ცხელების ცენტრში, დღეს მოთავსებულ ახალგაზრდა ქალს, 19 წლის იუბილე ექიმებმა მიულოცეს. პერსონალი ბოქსირებულ პალატაში სიმღერით, ტორტით და ანთებული სანთლებით შევიდა.






ახალგაზრდა ქალი ბორჯომის ცხელების ცენტრში დღეს, ბაკურიანის საკარანტინე ზონიდან შეიყვანეს. ის ბორჯომელი არ არის. მისი ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში, ხვალ, 21 აპრილს გაიგზავნება.

ბორჯომის ცხელების ცენტრში, 20 აპრილის,  20:00 საათის მონაცემებით, ერთი პაციენტი იმყოფება.


Print