საზოგადოება
ბორჯომელი მოძღვარი სახლიდან ტაძრამდე ნათხოვარი ველოსიპედით დადის
ბორჯომის წმ. დავით აღმაშენებელის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა არჩილი ეკლესიაში ველოსიპედით დადის.
„ეს აკრძალვა და შეზღუდვა რომ დააწესეს ავტომანქანებით გადაადგილებაზე, ჩემი მრევლისგან ველოსიპედი ვითხოვე და ასე დავდივარ. ბორჯომში, ვაშლოვანის დასახლებაში ვცხოვრობ, იქიდან ტაძარში წირვა-ლოცვაზე ჩარხისწყალზე ველოსიპედით მივდივარ. ვფიქრობ, მომავალში შეზღუდვა რომ მოიხსნება ველოსიპედით გავაგრძელო სიარული“ - განაცხადა ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას მამა არჩილმა.

მოძღვარს სახლიდან ტაძრამდე და უკან, ველოსიპედით, დაახლოებით 7 კილომეტრის დაფარვა უწევს. მას ავტომანქანა არ აქვს და აქამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდებოდა.

მამა არჩილის კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.






Print