ახალი ამბები
ახალდაბაში ინფიცირებულს ყვიბისში ექვს ნათესავთან ჰქონდა კონტაქტი - რას ამბობენ სოფელში
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, კოვიდინფიცირებულის კონტაქტების ტესტების პასუხები ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის. ტესტი იმ 12 ადამიანზეა აღებული, ვისთანაც კომუნიკაცია ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულ ახალგაზრდა მამაკაცს. ეს ადამიანები მისი ოჯახის წევრები დაბა ახალდაბიდან და ნათესავები სოფელ ყვიბისიდან არიან. თითოეულ მათგანზე პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან დღეს, 17 აპრილს გვიან ან ხვალ, 18 აპრილს გახდება ცნობილი.

ყვიბისში სადაც ნათესავებთან კონტაქტის შემთხვევა დაფიქსირდა, დღეს ტელეკომპანია "ბორჯომი" დეტალების გასარკვევად იმყოფებოდა. უბანში სადაც ინფიცირებულის მამიდა ცხოვრობს, მის მეზობლად 26-მდე ოჯახია. თუმცა, როგორც სოფელში ამბობენ, კონტაქტების კონტაქტები არ დაფიქსირებულა.

რა იციან ადგილობრივებმა და რა ვერსიებზე საუბრობენ ისინი, ნახეთ სიუჟეტში.
Print