ახალი ამბები
მიდის თუ არა ხალხი ბორჯომში სააღდგომო ღამისთევაზე
მართლმადიდებელი ეკლესია 19 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ტრადიციული ღამისთევა გაიმართება მოქმედ ტაძრებში.

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, სააღდგომო მსახურებაზე მისვლა მრევლს კომენდანტის საათის დაწყებამდე შეეძლება. ხელისუფლებაშიც აცხადებენ, რომ ეკლესიები არ დაიხურება მითუმეტეს აღდგომის ღამეს.

ტელეკომპანია „ბორჯომი“ დაუკავშირდა მრევლის ნაწილს იმის გასარკვევად, აპირებენ თუ არა აღდგომის ღამეს ტაძარში წასვლას, თუმცა მათ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს, პირად საუბრებში კი გვითხრეს, რომ საპატრიარქოს გადაწყვეტილების შესაბამისად მოიქცევიან.

აღნიშნულ თემაზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს ბორჯომის და ბაკურიანის ეპისკოპოსმა მეუფე ლაზარემ და სასულიერო პირებმა.

რას ამბობენ რიგითი მოქალაქეები, ექიმები და თეოლოგები, ნახეთ სიუჟეტში.
Print