საზოგადოება
შეიძლება გავხდეთ იძულებული და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს-გიორგი გახარია
"დიდი ალბათობით, ჩვენ მოგვიწევს გარკვეული შეზღუდვების დაწესება. ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ახლა ვართ ბრძოლაში", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
აღნიშნული დამოკიდებულია ვირუსის გავრცელების დინამიკაზე.
"რაც შეეხება რელიგიურ ღონისძიებებს და ჩვენს ტრადიციებს, სასაფლაოს მონახულების. ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ საკითხს, განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში, სამწუხაროდ, შეიძლება, გავხდეთ იძულებულები და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს. ეს პირდაპირპროპორციულად არის დამოკიდებული ვირუსის გავრცელების დინამიკასთან, რომელიც იქნება", -განაცხადა პრემიერმა.

Print