საზოგადოება
დასვენების დღეებში თურქეთში სახლიდან გასვლა იკრძალება
ქუჩებში ადამიანთა მასობრივი თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, თურქეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, კომენდანტის საათი ყოველ დასვენების დღეებში დააწესოს, ამასთან დაკავშირებით განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა.
"მივიღეთ გადაწყვეტილება, კვლავ დავაწესოთ აკრძალვა სახლიდან გასვლაზე დასვენების დღეებში"  - განაცხადა ერდოღანმა.
მისი თქმით, დასვენების დღეებში კომენდანტის საათი იმოქმედებს მანამდე, ვიდრე ამის საჭიროება აღარ იარსებებს.

Print