ახალი ამბები
თბილისის მედიცინის ინსტიტუტის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
თბილისის მედიცინის ცენტრის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც კლინიკის სტაციონარული განყოფილების ხელმძღვანელი ანა მამრიკაშვილი ჟურნალისტებთან აცხადებს, მასთან კონტაქტში მყოფი პირები ახლა კარანტინში არიან. „ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა. ვისაც, მასთან უშუალო კონტაქტი ჰქონდა ახლა საკარანტინო სივრცეში არიან. ტესტირება უნდა ჩაუტარდეს დარჩენილ პაციენტებს და იმის მიხედვით გადაწყდება მათი ბედი“ -განაცხადა მამრიკაშვილმა.

მისივე თქმით, კლინიკაში კარანტინი ეპიდემიოლოგიურმა სურათმა განაპირობა.

„ეპიდემიოლოგიურმა სურათმა განაპირობა. ვინაიდან, ერთ-ერთი თანამშრომელი არის დაინფიცირებული“-განაცხადა მამრიკაშვილმა.
Print