ახალი ამბები
მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ მთელი საქართველოს მასშტაბით დაიხურა
ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ „სუფთა სახლს“ საგანგებო მდგომარეობის პირობებში მხოლოდ საბითუმო ვაჭრობის უფლება აქვს და შეუძლია, რომ თავისი პროდუქციით სუპერმარკეტები მოამარაგოს.
„სუფთა სახლის“ მაღაზიათა ქსელს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დროს ეძლევა მხოლოდ საბითუმო ვაჭრობის უფლება. შესაბამისად, კომპანიას აქვს შესაძლებლობა, სხვადასხვა სუპერმარკეტები, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას, ბითუმად მოამარაგოს „სუფთა სახლის" პროდუქციით“
- განაცხადეს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

შეგახსენებთ, 10 აპრილიდან მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ მთელი საქართველოს მასშტაბით დაიხურა. ამჟამად დახურულია „სუფთა სახლის“ 150-ივე ფილიალი.
Print