ახალი ამბები
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 234-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 234-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 4908 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 429 პირი.

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 234 ადამიანიდან 54 გამოჯანმრთელებულია. გარდაცვლილია 3 ადამიანი.
Print