ახალი ამბები
კორონავირუსისგან 54 პაციენტი განიკურნა
საქართველოში ახალი კორონავირუსისგან უკვე 54 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე, STOP.GOV.GE-ზე არის განთავსებული. ამავე მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულია 230 ადამიანი. გარდაცვლილია 3 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია - 4908 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 429 მოქალაქეა.
Print