საზოგადოება
"მსგავსი პირბადეებით შავ ჭირზე ვმუშაობდით წლები" - პაატა იმნაძე
მსგავსი პირბადეებით შავ ჭირზე ვმუშაობდით წლები, - ასე ეხმიანება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე პირბადეებთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილის მიერ გამოთქმულ კრიტიკას.პაატა იმნაძე კრიტიკოსებს აშშ-ის CDC-ის რეკომენდაციების წაკითხვას ურჩევს.

„ეგეთი პირბადეებით შავ ჭირზე ვმუშაობდით წლები. ერთჯერადი პირბადეები საერთოდ არ არსებობდა. წაიკითხონ აშშ-ის CDC-ის რეკომენდაციებიც“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოში წარმოებულ პირბადეებს რეკომენდციას უწევს ამირან გამყრელიძეც.

„ასეთი სახის პირბადეები არის საყოფაცხოვრებო ხმარებისთვის, მრავალჯერადია, გარეცხვასა და გაუთოებას ექვემდებარება. ხოლო, თუ სამედიცინო მიზნით ვიყენებთ, ის ერთჯერადია და გამოყენების შემდეგ უნდა გადავაგდოთ“- განაცხადა გამყრელიძე


ბაზარზე,საქართველოში წარმოებული პირბადეების გამოჩენას, მოსახლეობის ნაწილი უარყოფითად შეხვდა. სოციალურ ქსელში მოქალაქეები პირბადის დიზაინს აკრიტიკებენ და ფოტოებს აქვეყნებენ.




შეგახსენებთ,რომ ადგილობრივი წარმოების პირბადეების ქსელურ სააფთიაქო ქსელებში გაყიდვა 8 აპრილს დაიწყო. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საწყის ეტაპზე, 400 000 ერთეული პირბადე გაიყიდება.

თბილისის შემდეგ, ეტაპობრივად მოხდა აღმოსავლეთ საქართველოსა და იმ მუნიციპალიტეტების მომარაგება, სადაც საგანგებო მდგომარეობის პირობები განსაკუთრებული სიმკაცრით სრულდება.

10 აპრილიდან საქართველოში დამზადებული პირბადეები ოთხ მსხვილ სააფთიაქო ქსელში (ავერსი, პეესპე, ფარმადეპო, ჯიპისი) მთელი საქართველოს მასშტაბით გაიყიდება. საქართველოში დამზადებული მრავალჯერადი გამოყენების პირბადის ფასი 50 თეთრია.
Print