ახალი ამბები
მამაკაცი, რომელმაც ძაღლი მე-12 სართულიდან გადმოაგდო დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხოველის წამებისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტზე 31 წლის მამაკაცი დააკავა.

შსს-ში განმარტავენ, რომ ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.



შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბორჯომში ცხოველის მიმართ სასტიკი მომპყრობის ფაქტზე გამოძიება გუშინ დაიწყო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ჰასკის ჯიშის მაკე ძაღლი ახალგაზრდა მამაკაცმა კორპუსის მე-12 სართულიდან გადმოაგდო.ირკვევა, რომ კორპუსის მე-12 სართულზე ერთ-ერთ ოჯახში მისულ მამაკაცს ჩხუბი მოუხდა მასპინძელ ქალთან, გაშველების მიზნით მათთან მეზობელი გავიდა, რომელსაც საკუთარი ძაღლიც გაჰყვა და სწორედ ამ დროს, მამაკაცმა ძაღლი ფანჯრიდან გადააგდო.

რა შეეხება ძაღლს,მისი მდგომარეობა მძიმეა. ის თბილისში ვეტერინალურ კლინიკაში გადმოიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. მუცლად მყოფი ლეკვები ტრავმის გამო ვერ გადაარჩინეს, თავად ძაღლს კი მრავლობითი მოტეხილობები და შიდა სისხლდენა აღენიშნებოდა.

 


 

Print