ახალი ამბები
დღეიდან ეროვნული არქივი ცნობებს დისტანციურად გასცემს
დღეიდან, 7 აპრილიდან, საქართველოს ეროვნულმა არქივმა ყველაზე მოთხოვნადი 8 სერვისის დისტანციურად გაცემა დაიწყო. ეს სერვისებია:

  • დაბადების შესახებ საარქივო ცნობა (1936 წლამდე არსებული მონაცემები);
  • ქორწინების შესახებ საარქივო ცნობა (1936 წლამდე არსებული მონაცემები);
  • განქორწინების შესახებ საარქივო ცნობა (1936 წლამდე არსებული მონაცემები);
  • გარდაცვალების შესახებ საარქივო ცნობა (1936 წლამდე არსებული მონაცემები);
  • კომლის შემადგენლობის შესახებ საარქივო ცნობა;
  • ქონებრივი უფლების დამადასტურებელი საარქივო ცნობა;
  • კოოპერატივში გაწევრების შესახებ საარქივო ცნობა;
  • დოკუმენტის არქონის შესახებ საარქივო ცნობა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანახმად, საჭირო საარქივო მომსახურების მისაღებად დაინტერესებულ პირს შეუძლია განაცხადი გააგზავნოს ეროვნული არქივის ელექტრონულ ფოსტაზე, ( This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ) ან განაცხადი გააკეთოს ეროვნული არქივის ცხელი ხაზის დახმარებით (214 05 05).

განაცხადების მიღება იწარმოებს ყოველ სამუშაო დღეს, 09:00-დან 18:00 საათამდე.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, დაინტერესებული პირი მომზადებულ საარქივო ცნობას მიიღებს პირად ელექტრონულ ფოსტაზე. მოთხოვნის შემთხვევაში, მას პასუხი გაეგზავნება „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობითაც.
Print