ახალი ამბები
ბორჯომის "ცხელების ცენტრი" 5 პაციენტზეა გათვლილი

როგორია მიმართვიანობა ბორჯომის "ცხელების ცენტრში", ამის გასარკვევად ტელეკომპანია "ბორჯომი", ბორჯომის ჯეოჰოსპიტალსის სამედიცინო ცენტრის დირექტორს ირაკლი დიასამიძეს დაუკავშირდა.


მისი განცხადებით ბორჯომის "ცხელების ცენტრი" სრულ მზადყოფნაშია პაციენტების მისაღებად,რაც შეეხება მიმართვიანობას ირაკლი დიასამიძე აცხადებს,რომ საეჭვო შემთხვევა ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.

"დღეს ერთ პაციენტს გაეწია ამბულატორიული მომსახურება,რომელიც ცხელების მსუბუქი ფორმით იყო შემოსული სამედიცინო ცენტრში,რომელიც მალევე გაეწერა ბინაზე"- განაცხადა ირაკლი დიასამიძემ.

შეგახსენებთ,რომ ბორჯომში თვითიზოლაციში 7 პირი იმყოფება.235 მოქალაქე კი ბაკურიანის სასტუმროებში საკარანტინე სივრცეშია მოთავსებული.რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთის რეგიონს,აქ 6 აპრილის მონაცემებით კარანტინში 262 ,თვითიზოლაციაში კი 17 პირი იმყოფება.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით საერთო ჯამში ინფიცირებულია 188 ადამიანი. გარდაცვლილია 2 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია - 5056 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 386 მოქალაქე.

 

Print