ახალი ამბები
აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა
7-8 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში კავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. 7 აპრილს მოსალოდნელია ნალექი ბარში წვიმის, მთაში თოვლის სახით და ნისლი. ნალექი მოსალოდელია 8 აპრილსაც.

„8-9 აპრილს, ღამის საათებში, მოსალოდნელია ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება ბარში -2,-4, მთაში -4,-6 გრადუსამდე. უარყოფითმა ტემპერატურამ შესაძლებელია ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის და საშემოდგომო ხორბლის ნათესების დაზიანება გამოიწვიოს“ - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Print