ახალი ამბები
საქველმოქმედო აქცია ყვიბისის თემში
კორონავსირუსის გამო, ქვეყანაში გამოცხადებული პანდემიის პირობებში, საქველმოქმედო აქციები გრძელდება. ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ყვიბისის თემში დახმარება 50-მა ოჯახმა მიიღო.
სურსათი ბინაზე მიუტანეს სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს. საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორები იყვნენ ადგილობრივი ბიზნესმენები, სასურსათო მაღაზიების წარმომადგენლები: ჯაბა გელაშვილი, გივი გელაშვილი და კახაბერ გოგოლაძე, მათთან ერთად ჩართული იყო საკრებულოს დეპუტატი ამავე თემიდან რევაზ ლაშხი.

,,მინდა, მადლობა გადავუხადო მაღაზია ,,მადლიანის“ და პურის საცხობის მეპატრონეს, გაწეული დახმარებისთვის“ - განაცხადა რევაზ ლაშხმა.














Print