საზოგადოება
კამპანია ხანდაზმულთა მხარდასაჭერად
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ბორჯომის ფილიალისა და ბორჯომის მერიის თანამშრომლობის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს კამპანია ხანდაზმულთა მხარდასაჭერად.

მოქალაქეებს ბორჯომში, სუპერმარკეტში, საშუალება აქვთ ხანდაზმულებისთვის შეიძინონ ნებისმიერი პროდუქტი, საქართველოს წითელი ჯვრის მიერ შემუშავებული საჭიროებების სპეციალური სიიდან და მონაწილეობა მიიღონ ქველმოქმედებაში.

შეგროვებული პროდუქტი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულებს დაურიგდება.

Print