საზოგადოება
ბევრი ადამიანი დაგვიდგა გვერდით - ბორჯომის სამედიცინო ცენტრის დირექტორი
ბორჯომის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, ირაკლი დიასამიძე განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს მადლობას უხდის.

"მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ ვენერა (ცაცო) ბიბილაშვილს, რომელმაც უსასყიდლოდ შეკერა და ბორჯომის სამედიცინო ცენტრს საჩუქრად გადმოგვცა მრავალჯერადი ქირურგიული პირბადე, რომლებიც შემდგომ გადავეცით პაციენტებს. ასევე მადლობას ვუხდით ქალბატონ თამარ ლომიძეს და ბატონ გოგი ჩადუნელს კეთილ საქმეში შეტანილი წვლილისათვის. ძალიან დიდი გვერდში დგომა გამოგვიცხადეს და თანამშრომელთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ ბატონი გიორგი ჩადუნელი და გიორგი იჩქიტი, რისთვისაც ვუხდი ძალიან დიდ მადლობას. სიკეთე დასანახია და არ შეიძლება თვალი არ გავუსწოროთ"
- წერს ირაკლი დიასამიძე




Print