საზოგადოება
ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის 601 შემთხვევა დაფიქსირდა
რუსეთში ერთი დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 601 შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ 4149 შეადგინა. ახალი ინფიცირებულების უმეტესობა დედაქალაქ მოსკოვში ფიქსირდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 281 ადამიანი, ხოლო დაღუპულ პაციენტთა რაოდენობამ 34 შეადგინა.
Print