საზოგადოება
დღეს საქართველოში კიდევ 250 ადამიანი დაბრუნდება
ვარშავა-თბილისისა და ბერლინი-თბილისის 2 მორიგი რეისით სამშობლოში, 250-მდე მოქალაქე დაბრუნდება. ამ რეისებით მოემგზავრებიან, როგორც ამ ქვეყნებში მყოფი თანამემამულეები, ასევე საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში იმყოფებოდნენ და ვარშავასა და ბერლინში მოახერხეს ჩასვლა.

რეისებით სარგებლობენ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოქალაქეები, კერძოდ, ფეხმძიმეები, მცირეწლოვანი ბავშვები და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები. ყველა მგზავრი, რომელიც საქართველოში ჩამოვა, 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის. ევროპიდან თბილისის მიმართულებით რეისებს, კომპანია “Georgian Airways” შეასრულებს.

წყარო: imedinews.ge
Print