ახალი ამბები
შეზღუდვები 21:00 საათიდან იწყება - მოწოდებები მოქალაქეებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, დღეს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდება და შეიზღუდება როგორც ფეხით მოსიარულეთა, ასევე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება.

ჩიქოვანი მოუწოდებს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამოცხადებული გადაადგილების შეზღუდვის წესები.

„იწყება ე.წ კომენდანტის საათი, რაც ნიშნავს, იმას, რომ დღეს საღამოს 21:00 საათიდან, ხვალ დილის 06:00 საათამდე არის აკრძალული გადაადგილება როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით. ეს შეზღუდვა არ ეხება მხოლოდ სატვირთო მანქანებს და იმ სუბიექტების სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა საქმიანობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მაგალითად, ისეთი, როგორიც არის: პოლიცია, სამხედროები, წინასწარ განსაზღვრული სამედიცინო მანქანები, ზოგიერთი საჯარო მოხელეები და სხვა ამდაგვარი. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამოცხადებული გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც დღეს საღამოს 21:00 საათიდან, ანუ ერთ საათში ამოქმედდება“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
Print