საზოგადოება
საყოველთაო კარანტინი - რა იკრძალება საქართველოში?
საყოველთაო კარანტინი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ხვალ, 31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ამოქმედდება.

  • საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით მთავრობის ცხელი ხაზი შეიქმნება 144

  • იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს ორი მეტრის სოციალური დისტანცია

  • 21: 00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 6:00 საათამდე. ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი.

  • აკრძალულია 70 წელზე ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა და უახლოს სამედიცინო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში თუ ჩვენი 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები, ეკონომიკის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ვალდებულება აქვთ, რომ მათ დაეხმარონ

 

  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ხვალ დილის 08:00 საათიდან გაჩერდება. იმ ადამიანების გადაყვანა, რომლებიც დასაქმებული არიან სამედიცინო სფეროსა და ყველა სტრატეგიულ დარგსა თუ საწარმოში, რომელიც ნებადართული იქნება, უნდა იყოს ორგანიზებული დამსაქმებლის მიერ, ან თანამშრომელი იმოგზაურებს პირადი ავტომობილით, ან ტაქსებით, რომელიც ასევე დაშვებულია

  • მოეწყობა საკონტროლო პუნქტები შემდეგ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში და გორში, ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით.

  • იმ დაწესებულებების თანამშრომლებს, რომლებიც ფუნქციონირების ხასიათიდან გამომდინარე, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, სპეციალური საშვით გადაადგილების საშუალება ექნებათ

  • საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა ჰქონდეს.



Print