ამინდი
საქართველოში ამინდი გაუარესდება
29 მარტს, დღის მეორე ნახევრიდან, 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი,  შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4-ბალიანი ღელვა - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მეტეოროლოგების ცნობით, დასავლეთის მიმართულების დროგამოშვებით ძლიერი ქარი იქროლებს.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყერული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.
Print