ახალი ამბები
„ფარული მიყურადება და ერთადერთი მოწმე“ - ადვოკატი ლიპარტიას საქმეზე
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბორჯომის მერს, საკრებულოს თავმჯდომარეს და მათთან ერთად დაკავებულ ბიზნესმენს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულებს გამოძიება  დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

ლიპარტიას ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქრთამის ნაწილში დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. გაგი მოსიაშვილის განმარტებით,  ამ ეტაპზე საქმეში ერთადერთი მოწმის ნიკოლოზ მეტრეველის ჩვენება და ფარული ჩანაწერები ფიგურირებს.

ბორჯომის მერს,  ლევან ლიპარტიას ბრალდების მხარე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებასაც ედავება. 

საქმის განხილვა სასამართლოში ერთ თვეში გაგრძელდება, მომდევნო პროცესი აპრილშია ჩანიშნული.


Print