ახალი ამბები
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო მსჯელობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი გოგიჩაიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. საქმეს მოსამართლე გიორგი კერატიშვილი განიხილავს.

ბრალდების მხარე სასამართლოს პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით მიმართავს.

შეგახსენებთ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია ქრთამის აღების ფაქტზე, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მოქალაქე გ.უ. დააკავეს.
Print