შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს
დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ. პ. ქურდობის ბრალდებით
დააკავეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ცოტნე დადიანის
ქუჩიდან, მოქალაქის კუთვნილი მოპედი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან
მიიმალა.