სამართალი
სამტრედიაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
სამტრედიაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ გიგა აბრალავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ცოლის მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნიკოლოზ მარგველაშვილმა გამოიტანა.

მოსამართლის განცხადებით, სასამართლოსთვის წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი იყო პატიმრობის შეფარდებისთვის. მისი თქმით, აღკვეთის ღონისძიების მსუბუქი ფორმის შეფარდების შემთხვევაში, დანაშაულის განმეორების რისკები არსებობდა.

პატიმრობას მოითხოვდა ბრალდების მხარე. დაკავებულის ადვოკატის თქმით, ეთანხმებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა არ იზიარებენ ვარაუდს მოწმეებზე ზეგავლენის, მტკიცებულებების განადგურების და ქვეყნის დატოვების შესახებ, რადგან დაკავებულს განზახული ჰქონდა თავად ჩაბარებოდა პოლიციას.

წარდგენილ ბრალს სრულას ეთანხმება დაკავებული გიგა აბრალავა.

მომდევნო პროცესი 8 აპრილს გაიმართება.

ცნობისთვის, 18 თებრევალს, სამტრედიაში, ახალგაზრდა ქალი იუსტიციის სახლში განქორწინების მიზნით მივიდა, რა დროსაც მას ქმარი დახვდა და დანით ჭრილობა მიაყენა. დაკავებულ მამაკაცს ბრალი სისხლის სამართლის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის აქვს წარდგენილი.
Print