სამართალი
გუდაურში მკვლელობა მოხდა
მკვლელობა გამთენიისას ე.წ. ახალი გუდაურის ტერიტორიაზე მოხდა. მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი. მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
ინციდენტში მონაწილე პირები სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

შსს-ს ინფორმაციით სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირი უკვე დადგენილია. მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

Print