სამართალი
მარტყოფში, ღვთაების მონასტერში მკვლელობა მოხდა
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ყელის არეში აღენიშნება. გარდაცვლილი კელიაში ნახეს. გარდაცვლილი სასულიერო პირი არ არის.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მარტყოფის ღვთაების მონასტერში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება.
"როგორც ეპარქიაში აცხადებენ, მარტყოფის ღვთაების მონასტერში მოხდა მკვლელობა. მონასტერს შეფარებული ჰყავს უსახლკაროები და სხვადასხვა სოციალური თუ სამედიცინო პრობლემების მქონე ადამიანები. ერთ-ერთმა ფსიქიკურად დაავადებულმა, მონასტერს შეფარებულმა ადამიანმა მოკლა მეორე და გაიქცა მონასტრიდან", - წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.

Print