ახალი ამბები
უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს
ბოლო დღეების განმავლობაში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა , თბილისში, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, თამბაქოს ნაწარმის (6 800 ღერი) ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, ჩამოერთვათ აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური მარკების გარეშე ტრანსპორტირებული საქონელი. საქმის მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

უაქციზო სიგარეტის (22 600 ღერი) ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოვლინდა ქალაქ ზუგდიდშიც, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმის მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.
Print